1. პროექტის სახელწოდება: გზა კეთილისა კაცისა სულ მუდამ გქონდეს სავალად
2. პროექტის მთავარი
იდეა: საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული
თანხით რუსთავის ფოლკლორის სკოლის რემონტი
3. პროექტის აქტუალობა: წლების განმავლობაში ფოლკლორის სკოლა არ გარემონტებულა,
მისი ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია,
მოსწავლეთა ძალებით დავეხმაროთ მას ამ პრობლემის მოწესრიგებაში
4. პროექტის მიზნები:
განუვითაროთ თანადგომის უნარი და განცდა
იმისა, რომ ძალა ერთობაშია
5. მონაწილეთა ასაკი: 16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: აპრილი–მაისი
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ შემოქმედებითი და კრეატიული
აზროვნების უნარები, კვლევის, თანამშრომლობითი, კომუნიკაციის უნარები, საქველმოქმედო კონცერტი, მუსიკალური სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
8. პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: ფორმატები, ფაილები, ციფრული ფოტო აპარატი, დარბაზი,
მუსიკალური აპარატურა.
9. პროექტის მსვლელობა: პროექტის მონაწილეები შეხვდებიან სკოლის დირექტორს,
რომლის დახმარებითაც მიიღებენ ინფორმაციას
სკოლის კურსდამთავრებული წარმატებული მოსწავლეების შესახებ, სამოტივაციო წერილით მიმართავენ
ქალაქის თვითმმართველობას ფართის გამოყოფის პერსპექტივისათვის, ინტერვიუებს აიღებენ ყოფილი და მოქმედი პედაგოგებისაგან,
გაიხსნება საბანკო ანგარიში, მოიწვევენ ცნობილ
ხელოვნების მოღვაწეებს და ბიზნესმენებს, ფართო
საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისათვის
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: ხელოვნება, ქართული ენა და ლიტერატურა
11. პროექტის ხელმძღვანელი: მზია კიწმარიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kitsmarishvilimzia@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
Комментариев нет:
Отправить комментарий